ახალი ამბები

თესაუს სტუდენტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ სტაჟირების შესაძლებლობა ეძლევათ

შეხვედრაზე საუბარი იქნება სტუდენტების სტაჟირებაზე არასამთავრობო ორგანიზაციაში.
დამსწრე სტუდენტებს საშუალება ექნებათ, კითხვები დაუსვან ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
,,ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტების – საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილის ინფორმირება ჩვენი საქმიანობის შესახებ და მათი ჩართულობა სამოქალაქო ინიციატივებში. ჩვენ მოკლედ მოგიყვებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საქმიანობაზე, მოგაწვდით თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოში ხელმისაწვდომი ღია მონაცემების ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმების შესახებ და გირჩევთ თუ როგორ გამოიყენოთ ჩვენს ორგანიზაციაში სტაჟირების შესაძლებლობა მომავალი კარიერული წინსვლისთვის“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ღონისძიება 18 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.