ახალი ამბები

ლაგოდეხში ავტომანქანა ხევში გადავარდა

შემთხვევა დღეს დილით სოფელ კაბალთან მოხდა. თვითმხილველთა განცხადებით, პროდუქტით დატვირთული მანქანა მოსახვევში ხევში ჩავარდა. გზაზე შემხვედრი მანქანა არ მოდიოდა და ამიტომ მსვერპლი არ არის. სატვირთოს მძღოლი მსუბუქად დაშავდა. როგორც ლაგოდეხის მაცხოვრებლებმა knews.ge ს განუცხადეს, ტრანს სასაზღვრო მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია, მოსახლეობა ხელისუფლებისგან საგზაო ნიშნების დროულ დამონტაჟებას ითხოვენ.