თელავში სოსო მიქელაძის სიმღერის პრეზენტაცია გაიმართება
,,ცოტა ხნის წინ დავასრულე და ჩავწერე სიმღერა ,,მარიამი”, რომლის პრეზენტაციაც მექნება ხვალ. იმედი მაქვს, რომ იგი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც წინა სიმღერა”, – აცხადებს knews.ge-სთან სოსო მიქელაძე.
შეგახსნებთ, რომ მან პირველი საავტორო სიმღერა სამი თვის წინ ჩაწერა. სახელწოდებით ,,მე და შენ”, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და წამყვან რადიოსადგურებში ჰიტად იქცა.
,,ჯერ მეოთხე თვეა. რაც სიმღერა “მე და შენ” გაჟღერდა, თუმცა ის უკვე ლიდერობს რადიო ,,არ დაიდარდოს“ ეთერში და ტოპ-ათეულში უკვე მეოთხე კვირაა პირველ ადგილს იკავებს”, – აცხადებს მიქელაძე.
სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორი ავტორი თავად სოსო მიქელაძეა. შემოქმედებითი საღამო 11 დეკემბერს, თელავის მედია კაფეში, 18:00 საათზე გაიმართება.