სამართალდამცავები ბექა ჯველაურის მკვლელს ეძებენ
ქალაქის ყველა შემოსასვლელს და გასასვლელს სამართალდამცავები აკონტროლებენ. knewsge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს ყველა სახის ავტომანქანას. ,,აჩერებენ მანქანებს, კერძო ტაქსებს, სამარშრუტო ტაქსებს და ამოწმებენ ვინ ზის ტრანსპორტში. რეიდი, სავარაუდოდ, წუხანდელ მკველობას უკავშირდება”, – იტყობინება knews.ge-ს კორესპონდენტი.
შსს-ს ინფორმაციით, თელავში მიმდინარეობს ღონისძიებები მკვლელობაში ბრალდებულის დასაკავებლად. წუხელ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში 25 წლის ბექა ჯველაური ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს. ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.