თელავში 25 წლის მამაკაცი მოკლეს
knews.ge-ს ინფორმაციით, ჯველაურის მეგობარსა და სოფელში მცხოვრებ 30-მდე ახალგაზრდას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივებმა knews.ge-ს განუცხადეს, რომ მან მოუკლულს დაურეკა და დახმარება სთხოვა. ჩხუბის დროს ბექა ჯველაურს ფიზიკური დაპირისპირების ერთ-ერთმა მონაწილემ ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
“ბექა და მისი ძმაკაცები ქეიფობდნენ. ბექას დაურეკა მეგობრამა და უთხრა, რომ თანასოფლელებთან ჩხუბი ჰქონდა და დახმარება სთხოვა. ბექა და მისი ძმაკაცები მეგობრის დასახმარებლად წავიდნენ. ბექა ჩხუბის დროს დანით დაჭრეს”, – განუცხადეს knews.ge-ს სოფელ კურდღელაურის მაცხოვრებლებმა.
გავრცელებული ინფორმაციიით, მოკლული ბექა ჯველაური თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისა და აკადემიური საბჭოს წევრის, ნანული ხიზანიშვილის შვილია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გიორგი მღებრიშვილის უწყებას დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებია.