ფიროსმანის სახლ-მუზეუმის რესტავრაციაზე 34 628 ათასი ლარი დაიხარჯება
მუზეუმის რესტავრაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 34 628 ათასი ლარი გამოიყოფა. სატენდერო პირობების მიხდევით გათვალისწინებულია ფიროსმანის სახლ-მუზეუმის საძირკვლის გამაგრება, სახურავის, იატაკის, აივნის სვეტების, რიკულების, კარ-სარკმლების ახლით შეცვლა, კიბეების მოწესრიგება, სარდაფში ჩასასვლელი დარაბის აღდგენა, ფასადებზე გვიანდელი ბათქაშის მოიხსნა, საწვიმარი მილის გამოცვლა და აგურის იატაკის მოწყობა. მომავალ წელს კი ტერიტორიის კეთილმოწყობაც იგეგმება, რათა მუზეუმი არსებობდეს არა მხოლოდ დამთვალიერებლისთვის, არამედ იქ ხელოვანი ადამიანებისთვის შემოქმედებითი გარემო შეიქმნას, მოეწყოს ფესტივალები, გამოფენები და სხვა.