გურჯაანში ახალი წლის მოსამზადებელი სამუშაოებისათვის 45000 ლარი გამოიყო
30 დეკემბერს კი ქალაქ გურჯაანში ჯგუფი “ბანი” სოლო კონცერტს გამართავს. knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, რომ ღონისძიებისათვის პროგრამული ბიუჯეტიდან 7850 ლარია განსაზღვრული.
“ახალი წლის მოსამზადებელ სამუშაოებისათვის, დღგს ჩათვლით, 45 ათასი ლარი დაიხარჯა. ჩატარდა ტენდერი და გამოვლინდა გამარჯვებული შპს “ლთგ”. ამ თანხით შევიძინეთ მრავალჯერადი ნაძვის ხე, რომელიც ლამაზია და მისი სიმაღლე დაახლოებით12 მეტრია. მას მომავალ წლებშიც გამოვიყენებთ. ნაძვის ხის გარდა, ამ თანხაში მისი განათებაც შედის“, – განუცხადეს knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.