სოფელ ჩალაუბანში 4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
პროექტი, რომლის ღირებულება 950 675,00 ლარია, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. დღეს სამშენებლო სამუშაოების დაწყება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. ბურჭულაძის განცხადებით, სოფელ ჩალაუბნის გზას რეაბილიტაცია არ ჩატარებია1970 წლის შემდეგ, რის გამოც გზა დაზიანებული იყო და მოსახლეობას გადაადგილება ძალიან უჭირდა.
,,პროექტის ფარგლებში, სოფელ ჩალაუბნის ადგილობრივი მნიშვნელობის 4 კმ-იანი ამორტიზირებული გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. კერძოდ, დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები, მოსახლეობისთვის გაკეთდება ეზოში შესასვლელები. სამშენებლო სამუშაოზე 40-მდე ადამიანია დასაქმებული,”- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
სოფელ ჩალაუბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყო და 2016 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.