თელავში მამაკაცმა ქალი ნაჯახის თავში ჩარტყმით მოკლა
knews.ge-ს გარდაცვლილის ახლობლებმა განუცხადეს, რომ ეჭვმიტანილს ქალის ვალი დაახლოებით 800 ლარი ჰქონდა. მეზობლების განმარტებით, 53 წლის ქალმა მამაკაცს მოსთხოვა ვალის დაბრუნება, რომელმაც მათ შორის დაპირისპირება გამოიწვია.
შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მვლელობის ბარლდებით დაკავებულია1984 წელს დაბადებული დიმიტრი მ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თელავში, ნადიკვრის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1958 წელს დაბადებულ ელენე თ-ს ნაჯახით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიმიტრი მ. თელავში, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 1984 წელს დაბადებულ მამაკაცს შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.