თელავში ჭადრაკის ტურნირი გაიმართა
პირველი ადგილის მფლობელი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გახდა, მეორე ადგილზე კი ბელა ხოტენაშვილი გავიდა. ტურნირის მონაწილის, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კახეთში ჭადრაკის პოპულარიზაცია დღითიდღე იზრდება და სპორტის ამ სახეობის განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა.
,,ძალიან საინტერესო ტურნირი ჩატარდა, მე კმაყოფილი ვარ. მიხარია, რომ გრძელდება ეს ტრადიცია კახეთში და ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია, რომ ჭადრაკს აქ დიდი ყურადღება ექცევა,” – განუცხადა Knews.ge-ს ნონა გაფრინდაშვილმა.
ტურნირის გახსნას მოჭადრაკეებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ სპორტსმენებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.