თელავის უნივერსიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხზე სემინარი ჩატარდა
სემინარი თელავის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტებისათვის საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES)-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით და IFES ის სამოქალაქო ლექტორთა ასოციაციის CELA პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.
სამოქალაქო და ამომრჩეველთა განათლების ოფიცრის, ლელა ჯავახიშვილის განცხადებით, შეხვედრის მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების გაზრდა გენდერული საკითხების გარშემო.
სემინარი მიეძღვნა ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს და 16 დღიან გლობალურ კამპანიას გენდერული თანასწორობის შესახებ. მომხსენებლებლები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ. თელავის გენდერის მედია ცენტრის დირექტორმა მაია მამულაშვილმა და JNGE ქსელის კახეთის რეგიონული კოორდინატორმა ნანა ქიბიშაურმა მოხსენება ქალთა მიმართ ძალადობის და გენდერული თანასწორობის საკითხზე გააკეთეს.
სემინარის შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა ჩართულობით.