თელავში ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვა მიმდინარეობს
საჯარო შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე აქტიური მოქალაქეები. ,,ბიუჯეტის პროექტი საკრებულოსგან მიწოდებული აქვს შესაბამის ორგანოებს განხილვისათვის. ბიუჯეტის პროექტის საბოლოო საჯარო განხილვა დეკემბრის ბოლოს გაიმართება. დღევანდელ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას ბიუჯეტის პროექტში ასახულ პრიორიტეტებზე”, – აცხადებს Knews.ge-სთან ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე.