თელავში ბიუჯეტის პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართება
ღონისძიების მიზანია 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვა. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე, ბიუჯეტის პროექტი საკრებულოებისაგან მიწოდებული აქვს შესაბამის ორგანოებს შემდგომი განხილვისათვის და მზადდება ბიუჯეტის პროექტის საბოლოო საჯარო განხილვა დეკემბრის ბოლოს.
შეხვედრაზე თვითმმართველობის წარმომადგენლები მოქალაქეებს მიაწვდიან ინფორმაციას ბიუჯეტის პროექტში ასახულ პრიორიტეტებზე, რის შესაძლებლობასაც იძლევა მათ განკარგულებაში არსებული რესურსი.
დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება გააცნონ თვითმმართველობის წარმომადგენლებს საკუთარ პრობლემები და ესაუბრონ პრიორიტეტულ საკითხებზე, რისი ასახვაც სურთ მომავალი წლის მთავარ დოკუმენტში.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ თვითმმართველი ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, ასევე, ქალაქ თელავის მერი და თელავის თემის გამგებელი.
საჯარო შეხვედრა ხვალ, 14:00 საათზე დაიწყება.