ახალი ამბები

სიღნაღელი სპორტსმენი ევროპის რეკორდსმენი და აბსოლუტური ჩემპიონი გახდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ევროპის თასის გათამაშება 27-28 ნოემბერს გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სპორტსმენმა გამგეობის დაფინანსებით მიიღო.
,,ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის სამჭიდის მწვრთნელ-მასწავლებელმა, ცოტნე ბეჟაშვილმა წარმატებით იასპარეზა და ევროპის სტანდარტით მოხსნა ევროპის რეკორდი და გადააჭარბა 15 კგ. (66 კგ.-Europe Standard: 165kg.-01.11.2015) მოიპოვა აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული, გახდა ევროპის თასის მფლობელი. ასევე გახდა რეკორდსმენი EPF- ეგიდით ჩატარებულ ჩემპიონატზე ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში,”- აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.