ახალი ამბები

სოფელ დუისში 300 ძირი კაკლის ხე დაირგო

სოფელ დუისში 2 ჰექტარი ტერიტორია გაიწმინდა ნარჩენებისგან, გასუფთავდა ნარჩენების სპონტანური განთავსების ადგილები.
გამწვანების აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, დასუფთავების შედეგად ტერიტორიიდან შეგროვდა 60 მ3–მდე ნარჩენი, გასუფთავებულ ტერიტორიაზე კი დაიდგა რვა 700 ლიტრიანი ნაგვის ურნა და საინფორმაციო ბანერი მომავალი დაბინძურების პრევენციის მიზნით. ნაგვის ურნების დაცლა/გატანას ახმეტის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
დასუფთავებულ ტერიტორიაზე, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) მიერ დაფინანსებული პროგრამის „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ მხარდაჭერით, დაირგა 300 ძირი კაკლის ხე.
მათივე თქმით, აღნიშნული ადგილის გატყიანება მნიშვნელოვანია, რათა აღარ მოხდეს ტერიტორიის დანაგვიანება, ადგილობრივი მოსახლეობა დაინტერესდეს ადგილისთვის ფუქციის შეცვლით და გრძელვადიან პერიოდში მიიღოს მისგან სარგებელი.
პროექტის – “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ (WMTR) ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)