ახალი ამბები

სიღნაღში სპეციალური საჭიროების მქონე პირებს ეტლები გადაეცათ

საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თავმჯდომარის, მაია კვეზერელის განცხადებით, ეტლი 20 პირს გადაეცა.
,,ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება განისაზღვრება სოციალურად დაუცველი და შშმ პირების დახმარების კუთხით.
ვეხმარებით როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილებს. ჩვენ, გასულ წელს, სიღნაღის მუნიციპალიტეტს ამ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის 26 ეტლი გადავეცით. სამომავლოდაც ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას,”- განაცხადა მაია კვეზერელმა.
ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ 1992 წელს დაარსდა და ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას ქველმოქმედება წარმოადგენს.