თელავის მაღალმთიან სოფლებში ახალი ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაცია დასრულდა
ქსელის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მაღალმთიან სოფლებში 4,5 კმ მანძილზე მთლიანად ამოიცვლა 38 ამორტიზებული საყრდენი, ღია არასტანდარტული ელექტროგადამცემი სადენები კი 5 300 მეტრის დახურული სტანდარტული სადენით შეცვალა.
სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში“ აცხადებენ, რომ ზღვის დონიდან 1500 მეტრ მანძილზე მდებარე მაღალმთიანი სოფლები უამინდობის გამო ელექტროენერგიის გარეშე ხშირად რჩებოდა, რადგან ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ელექტროგადამცემი ხაზები და საყრდენები განსაკუთრებით ქარისა და დიდთოვლობისას გამოდიოდა მწყობრიდან.
კომპანიაში ამბობენ, რომ ელექტროქსელის სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგების შემდეგ სოფლის მოსახლეობის ენერგომომარაგებაში არსებული პრობლემები მინუმუმამდე შემცირდება.
“კახეთის ენერგოდისტრიბუცია აგრძელებს პროექტებს. დეკემბერში ქალაქ ყვარელსა და მის მიმდებარე სოფლებში 250 საყრდენი შეიცვლება”, – განაცხადა კახეთის ენერგოდისტრიბუციის გაკოტრების მმართველმა ზურაბ მეტრეველმა.