თელავის თეატრი მინსკის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას
საერთაშორისო ფესტივალზე თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს სარა კეინის “ფსიქოზი 4,48”, რომლის რეჟისორიც კიტა როყვაა.
თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, პაატა გულიაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა თელავის თეატრის განვითარებაზე პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს. თელავის თეატრი1989 წლის შემდეგ საზღვარგარეთ გასტროლზე აღარ ყოფილა.
,,თელავის თეატრი ქალაქ მინსკში, XII საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში “თეატრალური კუფარი” მიიღებს მონაწილეობას. ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან დიდი ხანია საზღვარგარეთ გასტროლზე არ ვყოფილვართ. ვფიქრობთ, რომ ამ ფესტივალში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თეატრის განვითარებაში, ‘‘- განაცხადა პაატა გულიაშვილმა.