ჩინეთი საქართველოს 26 მლნ იუანის ოდენობის გრანტს გამოუყოფს
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე ცნობად მიიღეს და ფინანსთა სამინისტროს ჩინეთის ელჩის ნოტის ტექსტზე თანხმობა მიეცა.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა ჩინურ მხარესთან კონსულტაციები უნდა აწარმოონ და შესაბამისი დოკუმენტები გააფორმონ. უწყების ინფორმაციით, გრანტის მიმღებ ორგანოდ სწორედ შემოსავლების სამსახური არის განსაზღვრული.