ავარიაში დაზარალებული ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი დახმარებას ითხოვს
აკაკის ესჭიროება ძვირადღირებული ოპერაციები და შემდგომი რეაბილიტაციის კურსები, რომლებიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ნებისმიერ მსურველს თანხა შეუძლია გადარიცხოს შემდეგ საბანკო ანგარიშებზე: საქართველოს ბანკი N-GE 05BG0000000583537200; ლიბერთი ბანკი GE19LBO11118923347700.
8 ნოემბერს გურჯაანში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც მძიმედ დაშავდა აკაკი ელიკაშვილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამადაც მძიმეა. ექიმები ელიკაშვილის ოჯახის წევრებს მისი გადარჩენის იმედს არ აძლევდნენ, თუმცა ამჟამად გაჩნდა აკაკის გამოჯანმრთელების შესაძლებლობა.