ახალი ამბები

თელავში ვახვახიშვილების სასახლეში გამოფენა გაიხსნა

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნახატები, ნაძერწები, ქანდაკებები და სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ანიმაციური ფილმების კატალოგი. დაინტერესებულ საზოგადოებას ნამუშევრების დათვალიერება რამდენიმე კვირის განმავლობაში შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ თელავში, ვახვახიშვილების სასახლეში კულტურის ცენტრი განთავსდა, რომელიც კულტურულ და ახალგაზრდულ ღონისძიებებს მასპინძლობს.