ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ფერმერულ კოოპერატივებს დააფინანსებენ

პროგრამის ფარგლებში მოხდება არსებული და ახალი ფერმერული ჯგუფების დატრენინგება და მათი დაფინანსება 15 000 ევროიანი ქვეგრანტით, რაც ფერმერთა ჯგუფის მინიმუმ 30%-იან მონაწილეობას გულისხმობს. 
დედოფლისწყაროელ ფერმერებს კონკურსში მონაწილეობის საშუალება პირველად მიეცათ. კონკურსში მონაწილე მსურველებს აპლიკაციების შევსება 25 ნოემბრიდან შეეძლებათ.
პროგრამის ამოცანაა ხელი შეუწყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელებას ფერმერული ჯგუფების, სასოფლო-სამეურნეო მომსახურების მიმწოდებლებისა და სახელმწიფო სექტორის შესაძლებლობის ზრდის მეშვეობით. 
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მას ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარებისათვის საქართველოში (ENPARD) აფინანსებს.