ახალი ამბები

,,პატრიოტთა ალიანსი” საპროტესტო აქციას გამართავს

,,ალიანსის მოთხოვნები უცვლელია. ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია თავდაცვის და გარემოს დაცვის მინისტრების გადაყენება, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იმ საჯარო მოხელეებზე, ვინც მონაწილეობა მიიღო საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში და საარჩევნო გარემოს შეცვლა”, – აცხადებს ინაშვილი.
შეგახსნებთ, რომ ,,პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი თანამოაზრეებთან ერთად საგარეჯოს შუალედური არჩევნების შედეგების გაყალბებას აპროტესტებს.  „პატრიოტთა ალიანსი“ თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილის თანამდებობებიდან გადაყენების გარდა მაჟორიტარული არჩევნებისა და სპეცუბნების გაუქმებასაც ითხოვს. ,,პატრიოტთა ალიანსის” წევრები თანამოაზრეებთან ერთად 13 დღეა შიმშილობენ.
knews.ge-ს ინფორმაციით, ალიანსის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იგეგმება, მათ შორის თელავშიც.