ევროკავშირი დედოფლისწყაროში 15 ათას ევროს დახარჯავს
პროგრამის ფარგლებში იგეგმება არსებული და ახალი ფერმერული ჯგუფებისთვის ტრეინიგების ჩატარება და მათი დაფინანსება 15 000 ევროიანი ქვეგრანტით, რაც ფერმერთა ჯგუფის მინიმუმ 30%-იან მონაწილეობას გულისხმობს.
დედოფლისწყაროში მცხოვრები ფერმერებისთვის კონკურსი ნოემბრის ბოლოს დაიწყება. პროექტის ხემძღვანელები კონკურსით დაინტერესებულ ჯგუფებს, 19 ნოემბერს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში 12:00 საათზე შეხვდებიან. პროექტების კონკურსი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.