ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტი ,,სტუდენტური დღეების“ გამარჯვებული გახდა

თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში knews.ge-ს განუცხადეს, რომ სტუდენტებმა გამარჯვება ყველაზე ორიგინალური უნივერსიტეტის ნომინაციაში მოიპოვეს. სტუდიას სხვადასხვა სახის კულტურული წარმოდგენისთვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცა. ,,სტუდენტური დღეები“ ბათუმში 9-დან 11 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.