სოფელ ვაზისუბანში სწრაფი გადახდის აპარატიდან თანხა მოიპარეს
ვაზისუბნაში გამგებლის წარმომადგენელმა გიორგი მღებრიშვილმა knews.ge-ს განუცხადა, რომ შემთხვევა სოფელში განთავსებული ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის წინ მოხდა. მღებრიშვილის თქმითვე, მოპარული თანხის ოდენობა და დამნაშავეების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
„მეპატრონეს დილით რომ უნდა გაეღო მაღაზია, აპარატი გატეხილი დახვდა და პოლიცია გამოიძახა. აპარატიდან მოიპარეს თანხა, თუმცა ოდენობა ზუსტად არ ვიცი. ასევე გაურკვეველია ვინ გატეხა აპარატი“, – განუცხადა knews.ge-ს ვაზისუბანში გამგებლის წარმომადგენელმა გიორგი მღებრიშვილმა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით, რომელიც ქურდობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე