სოფელ აფენში 15 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს
სოფელ აფენში გამგებლის წარმომადგენელმა გიორგი ფარადაშვილმა knews-ს განუცხადა, რომ ოჯახის წევრებმა მოზარდი აბაზანაში გაგუდული ნახეს.
“ისე გაჟონა გაზმა, რომ გოგონას ოჯახის წევრებმა სუნი ვერ გაიგეს. როდესაც მოზარდი აბაზანიდან დიდი ხნის განმავლობაში არ გამოდიოდა, დედას შეეშინდა და რამდენჯერმე დაუძახა. ამის შემდეგ ოჯახის წევრებმა აბაზანის კარი შეანგრიეს და სალომე სხირტლაძე უკვე გარდაცვლილი იპოვეს”, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი ფარადაშვილმა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.