ახალი ამბები

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის გოგონათა ცეკვის ანსამბლი ბაქოდან დაბრუნდა

ანსამბლმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული განათლების ცენტრის ორგანიზებით, ბაქოში გამართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრები, რომლებიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობდა, სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობას მოიცავდა. ქართველმა მოცეკვავეებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს მასტერ-კლასი ქართულ-ხალხურ ცეკვებში ჩაუტარეს.
გოგონათა ანსამბლი ,,მუხამბაზი“ 18 დეკემბერს სტამბულში გაემგზავრება. განათლების ცენტრის ახალი პროექტი განათლების და კულტურის თურქ და ქართველ სპეციალისტებთან შეხვედრას ითვალისწინებს.