ახალი ამბები

საგარეჯოს საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

ოფიციალური მონაცემებით, სოფელ ჩაილურის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა ჩიხლაძემ გაიმარჯვა. მან მიიღო 397 ხმა, რაც ამომრჩეველთა რაოდენობის 45.01% – ია. ჩიხლაძემ 112 ხმით მოუგო მეორე აგილზე გასულ დამოუკიდებელ კანდიდატს, მალხაზ გრძელიშვილს, რომელმაც 32.31% მიიღო. 
გრძელიშვილისა და ჩიხლაძის გარდა, საგარეჯოს საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, ჩაილურში, კენჭს იყრიდა 2 კანდიდატი: მანანა ასანიშვილი – უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე. მან მიიღო 31 ხმა (3.51%); ამირან საგინაშვილი – დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი. საგინაშვილს მხარი დაუჭირა 169 მოქალაქემ (19.16%). საგარეჯოში საკრებულოს შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაიანიშნა, რაც ჩაილურის მაჟორიტარ დეპუტატს ბესიკ მარტიაშვილს უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეუწყდა.