ახალი ამბები

თელავში ბატონის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაობის 3%-ია შესრულებული

,,ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი არის ბატონის ციხის რეაბილიტაცია. დღეისთვის სამუშაოების 3%-ია შესრულებული. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მეფის სასახლის, მუზეუმის რეაბილიტაცია და მისი მიმდებარე ტერიტორიიის მოწყობა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მიმდინარეობს თელავის თეატრის წინა ფასადისა და მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის პროექტის დამუშავებაც,” – აცხადებს knews.ge-სთან პლატონ კალმახელიძე.
ბატონის ციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და გაისად, 4 ოქტომბერს, დასრულდება.