ახალი ამბები

თელავის მერმა ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

კალმახელიძის ინფორმაციით, 2014-2015 წლებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თელავში 3 მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყო, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯა.
მერმა ყურადღება გაამახვილა ქალაქისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიაა შიდა საუბნო და ქალაქის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია, გარეგანათება, გარემოს დაცვის საკითხები, ქალაქის დასუფთავება, წყალმომარაგება და სხვა ინფრაქტრუქტურული თუ სოციალური პროექტები.
,,თელაველებთან ერთად ინტენსიურად განვიხილავ ქალაქში მიმდინარე პროცესებს, ვისმენ მათ მოსაზრებებს. ყოველთვის მაინტერესებს ხალხის აზრი რას ფიქრობენ ისინი მიმდინარე პროექტებზე, ეს ეხება ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ თუ საგანმანათლებლო მიმართულებებეს. 
მიმაჩნია, რომ ეს წელი თელავისთვის ნაყოფიერი იყო. ქალაქში ასფალტის საფარის მოსაწყობად 2 მილიონ ნახევარზე მეტი და ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 2 მილიონ 500 ათასი ლარი დაიხარჯა. რუსთაველის გამზირზე მოეწყო 6 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჭერი, ეზოები და შესასვლელები. გაიწმინდა ე.წ. ,,მაწანწარას ხევი”, რაზეც 97 000 ლარი დაიხარჯა. ქალაქის 17 ქუჩაზე აღდგა გარეგანათების სისტემა, რომელიც 60 000 ლარზე მეტი დაჯდა. 
ქალაქის დასუფთავების გაუმჯობესებისთვის შევისყიდეთ მანქანები და ნაგვის კონტეინერები. კონტეინერების შეძენა და მისი ქალაქში განთავსება 80 000 ლარი დაჯდა. რაც შეხება ნარჩენების გატანის საკითხს, ამ მიმართულებით 600 000 ლარზე მეტი დაიხარჯა და დღეში ორჯერ ქალაქიდან ნაგვის გატანა ხდება. 
რაც შეეხება ქალაქის გამწვანების საკითხს, მასზე 90 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
თელავისთვის კიდევ ერთი მნიშნელოვანი საკითხია ქალაქის წყალმომარაგება. მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით, ამჟამად წყალგამანაწილებელი სისტემის რეაბილიტაციის პირველი ფაზა მიმდინარეობს, რისთვისაც 4 მილიონ 500 ათასი ლარი დაიხარჯება. ამ ეტაპზე აღნიშნული სამუშაოების 15%-ია შესრულებული”,– განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.