ახალი ამბები

ყურძნის მასალაზე დამზადებულ სპირტიან სასმელებზე აქციზის გადასახადი შემცირდება

დანელიას უწყება გეგმავს ყურძნისა და ხილის მასალაზე დამზადებულ სპირტიან სასმელებზე აქციზის გადასახადის შემცირებას. ,,აქციზის გადასახადის შემცირება ხელს შეუწყობს როგორც ხილისა და ყურძნის ადგილობრივი ნედლეულისგან სპირტიანი სასმელების წარმოებას, ასევე ადგილობრივ ბაზარზე ადგილობრივი ნედლეულის რეალიზაციას”,- განაცხადა დანელიამ.
ფერმერები ხელისუფლების ინიციატივას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ კახეთში როგორც ყურძნის, ასევე ხილის დიდი რაოდენობის ნედლეულია, რომლისგანაც შესაძლებელია მაღალი ხარისხის სპირტიანი სასმელების დამზადება. ისინი ხელისუფლებას ხილის ჩამბარებელი და გადამამუშავებელი პუნქტების გახსნას სთხოვენ. 
,,სპირტიანი სასმელების წარმოების წახალისება იმას ნიშნავს, რომ უნდა გაიხსნას ხილის ჩამბარებელი პუნქტები. შემდეგ კი ხილის გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებიც სპირტიან სასმელს დაამზადებენ. მთავარია, რომ აქამდე მივიდეთ და ეს მოწესრიგდეს. შემდეგ ამ საწარმოებს ხელი უნდა შეუწყონ, რომ პროდუქცია გაყიდონ როგორც ადგილობრივ, ასევე სხვა ბაზრებზეც, რათა ხილს ფასი დაედოს და ჩვენც სარგებელი ვნახოთ”,- განუცხადა knews.ge-ს ბადრი ნახუცრიშვილმა.