ახალი ამბები

შსს-მ კახეთში 26 აბი “სუბოქსინი” ამოიღო

სამართალდამცველებმა თეიმურაზ გ. თბილისში, კედიას ქუჩაზე, დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ამოიღო 26 აბი ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინი”, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,208 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.
ვახტანგ გომელაურის უწყების ცნობით, ნარკოლოგიური შემოწმებით თეიმურაზ გ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. 
გამოძიება მიმდინარეობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით. დანაშაული ისჯება რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.