ახალი ამბები

„თითქმის ყველა უბანზე საგარეჯოს გამგებელი აგიტაციას ეწევა“

მისივე თქმით, სოფლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები შეკრებილები არიან კენჭისყრის შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე და ამომრჩევლის მობილიზაციას ახდენენ. 
„თითქმის ყველა უბანზე საგარეჯოს გამგებელი აგიტაციას ეწევა. ასევე უბნებზე მობილიზებულები არიან სოფლების რწმუნებულები. ამას კანონი არ კრძალავს, მაგრამ კანონმდებლობა შესაცვლელია. არასასურველია გამგებლისა და რწმუნებულების ასეთი ჩართულება საარჩევნო პროცესში. ამომრჩეველს უნდა მიეცეს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა“, – განუცხადა Knews.ge-ს ირმა ინაშვილმა. 
„ქართული ოცნებიდან“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი არ ფლობს ინფორმაციას საგარეჯოს გამგერლისა და სოფლების რწმუნებულების მიერ საარჩევნო უბნებზე აგიტაციის ფაქტებს. 
„ამის შესახებ თქვენგან პირველად მესმის. მე არ ვფლობ ინფორმაციას ამის შესახებ. სოფლის რწმუნებულებს შეუძლიათ თავისუფალ დროს საარჩევნო პროცესებში ჩართვა. მათ არ უნდა გამოიყენონ სამსახურეობრივი უფლებამოსილება, რომ წინასაარჩევნო კამპანიასი იყვნენ ჩართულები. ჩემი საარჩევნო შტაბით მხრიდან არანაირი მოწოდება არ ყოფილა, რომ ისინი აქტიურად ყოფილიყვნენ ამ პროცესში ჩართულები“, – განუცხადა knews.ge-ს თამარ ხიდაშელმა.