ახალი ამბები

საგარეჯოს ოლქში პირველი დარღვევა დაფიქსირდა

 დილიდან ხმაური იყო მე-5 უბანზე, სადაც პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლის ინფორმაციით, ბიულეტინების დაკარგვას ჰქონდა ადგილი. ირმა ინაშვილის პარტიის მიერ წარდგენილმა დამკვირვებელმა განაცხადა, რომ უბანზე 50 ბიულეტინი დაიკარგა. კომისიის წევრთა მოთხოვნით თავმჯდომარემ ბიულეტენები ხელახლა გადათვალა.

ნომერ მეხუთე კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა და არჩევნები მშვიდ ვითარებაში დაიწყო. მან დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავა.
ირმა ინაშვილის წარმომადგენლების მოთხოვნით  ადგილზე საოლქო კომისიის წარმომადგენლები მოვიდნენ, ბიულეტინების ხელახალი გადათვლა მოხდა და უკვე დაფიქსირდა, რომ უბანზე საჭირო რაოდენობის ბიულეტინი იყო და მას არაფერი აკლდა.