ახალი ამბები

სოფელ კისისხევში სასტუმრო გაიხსნა

კომპანიამ, მუნიციპალური ფონდის დახმარებითა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ,,ეს არის მთავრობისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი. საწარმომ, რომელიც დაფინანსებულია შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, გააკეთა სასტუმრო”, – აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი. ფონდის დახმარებით მოხდა სასტუმრომდე მისასვლელი ერთ კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია, მოწესრიგდა წყალმომარაგებისა და სანიაღვრე სისტემებიც.