ახალი ამბები

ალვანში დამზადებული ჩურჩხელა ევროკავშირის ბაზარზე გავა

კოოპერატივის თავმჯდომარის ლია პაპიაშვილის განცხადებით, მათ მიერ წაემოებული ჩურჩხელა ევროკავშირის ბაზრის სტანდარტებსა და მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. წელს, „ალვანის“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ბრიუსელში, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენაში და ყოველთვიურად 10 000 ჩურჩხელის შეკვეთაც მიიღეს. 24 ნოემბერს კოოპერატივი „ალვანი“ მიწვეულია ჰააგაში ბიზნეს ფორუმზე, სადაც 29 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
“ჩურჩხელას ძველი ტრადიციებით ვამზადებთ. თუ არის 100 ლიტრი ყურძნის წვენი, იმდენს ვადუღებთ, რომ 50 ლიტრი გახდეს. ჩვენ ვიყავით ბრიუსელში და ჩვენი პროდუქცია ძალიან მოეწონათ. ჩვენ 10 000 ჩურჩხელის შეკვეთა გვქონდა, თუმცა ამ პირობებში შეუზლებელია ამ რაოდენობის დამზადება. ეხლა ჰააგაშიც მივდივართ და ვიმედოვნებთ, რომ ნიდერლანდებშიც მოეწონებათ ჩვენი პროდუქცია”, – განუცხადა knews.ge-ს ლია პაპიაშვილმა. 
სოფელ ზემო ალვანში ჩურჩხელის წარმოების გახსნის ცერემონია დღეს გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში 2000 ჩურჩხელა ამოავლეს. სტუმრები ჩურჩხელის ამოვლების პროცესში მონაწილეობის გზით თავად გაეცნენ წარმოების მეთოდებს. ადგილზე „ალვანის“ კოოპერატივის ქალი ფერმერების მიერ წარმოებული სასოფლო-სამურნეო პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაციაც გაიმართა. 
ქალთა კოოპერატივმა „ალვანი“, რომელიც 2014 წელს „ომის ქვრივთა ასოციაციის“ წევრების მიერ დაარსდა, მიიღო ხელშეწყობა ENPARD-ის მიერ განხორციელებული ბიუჯეტის მხარდაჭერის სქემის ფარგლებში. კოოპერატივი 
ENPARD-ის პროგრამა მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და შემოსავლების ზრდას ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მდგრადი სტრუქტურის პოპულარიზაციის მეშვეობით.
ამჟამად საქართველო სარგებლობს 52 მილიონიანი ევროს მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის (ENPARD) მეშვეობით.