ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევრო დიპლომი გადაეცა
იგი სამეცნიერო, კულტურული ან ესთეტიკური ღირებულებების თვალსაზრისით გამორჩეულ დაცულ ტერიტორიებს განსაზღვრული ვადით გადაეცემა. დღესვე, ევრო დიპლომის გადაცემის ცერემონიასთან დაკავშირებით, გარემოს გლობალური ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის – „კოლხური ხოხბის აღდგენა ბუნებრივ ჰაბიტატებში“ – ფარგლებში, ფრინველსაშენში გაზრდილი ხოხბები ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე გაუშვეს.
პროექტი 2014-2015 წლებში გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით ხორციელდება. ევროპული დიპლომი საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთაშორისო დონეზე ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.