თელავში “პოლიტიკის სკოლა” გაიხსნა
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების რეგიონალურ წარმომადგენელთა შესაძლებლობების გრძელვადიან განვითარებას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების, პოლიტიკური კულტურის დახვეწისა და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნისთვის.
განვითარების და დემოკრატიის ცენტრის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პოლიტიკის სკოლების ეტაპობრივი დანერგვა საქართველოს დანარჩენი რეგიონების თვითმმართველ ქალაქებშიც.
პროექტი “პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა რეგიონებში, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად სსიპ “საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.