ამერიკელი პროფესორი თესაუში ლექციებს ერთი წლის განმავლობაში წაიკითხავს
გალაგერი ამერიკული პროგრამის ფულბრაიტის ერთ-ერთი მონაწილეა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ამერიკელი პროფესორი 2015-2016 სასწავლო წელს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ითანამშრომლებს. ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სამივე საფეხურის – ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამების სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ხვადასხვა მიმართულებით უშუალოდ სარა გალაგერისგან შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება და მიიღონ თეორიული ცოდნა.
„კვირის ბოლოს გვეცოდინება, ამერიკელი პროფესორი სარა გალაგერი რომელ სასწავლო დისციპლინებს წაიკითხავს სტუდენტებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში ამერიკელი პროფესორები ჩვენთან თანამშრომლობენ, რადგან მათი ლექციების მეშვეობით სტუდენტები კიდევ უფრო სერიოზულ ცოდნას იღებენ ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობის მიმართულებით“, – განუცხადა Knews.ge-ს უცო ენებისა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა ღარიბაშვილმა.
გალაგერი მესამე მონაწილეა, რომელიც ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში თელავის უნივერსიტეტის უცხო ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად სასწავლო პროცესში ჩაერთვება.