ახალი ამბები

„ნაგვის ფასად ქცეულ ყურძენს ივანიშვილის სახლთან დავყრით“

ფერმერები ამბობენ, რომ თუ ყურძენის ფასი 1 ლარს არ გაუტოლდება, ისინი პროდუქციას თბილისში ჩაიტანენ და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან დაყრიან. მევენახეები ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ. 
,,როცა რამდენიმე დღე¬ში ყურძნის მასობრივი კრე¬ფა დაიწყება, ღვინის ქარხნებთან მანქანების რიგები დადგება და მოსავალი დალპება. ამ დამპალ, ნაგვის ფასად ქცეულ ყურძენს თბილისში და ან პარლამენტის წინ, ან ივანიშვილის შუშის სასახლესთან დავყრით“, – განუცხადეს Knews.ge-ს მევენახეებმა. ყურძნის ფასის ზრდის მოთხოვნით მევენახეების აქცია რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.