„ქარხნებს ყურძნის მიღებაზე ღვინის ეროვნული სააგენტოსგან ნებართვა არ სჭირდებათ“
„წნორის ქარხანა წელს ყურძენს საერთოდ არ იღებს, რადგან შესაბამისი ფინანსური რესურსი არ აქვს. შესაბამისად ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, რომ თითქოს წნორის ქარხანა ყურძნის მიღებისათვის ელოდება რთვლის საკოორდინაციო შტაბის მითითებას. ეს განცხადება გააკეთა წნორის ქარხნის წარმომადგენელმა, რომელიც არაკომპეტენტურია პირია. როგორც ჩანს, იმ ადამიანმა არ იცის რა ხდება ღვინის ქარხანაში. ქარხნებს ყურძნის მიღებაზე ღვინის ეროვნული სააგენტოსგან ნებართვა არ სჭირდებათ. ყურძნის მიღებას ქარხნები 10-15 სექტემბრიდან დაიწყებენ, როდესაც მოსავალი მაქსიმალურად შემოვა სიმწიფეში“, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი სამანიშვილმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარისთვის უცნობია, რა ფასად ჩაიბარებენ ღვინის კომპანიები მოსავალს. გიორგი სამანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ფასების დადგენაში ვერ ჩაერევა.
არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო სუბსიდიის ჩათვლით 1 კილოგრამი რქაწითელი და მწვანე 70 თეთრი ეღირება, ხოლო საფერავის ღირებულება კი 85 თეთრი იქნება. მიკროზონებში მოწეული საფერავის ფასი შესაძლოა 1 ლარი ან მაქსიმუმ 1. 20 ლარი იყოს.
სიღნაღის რაიონში შესაძლოა წელს მევენახეებმა ყურძნის დაკრეფაზე უარი თქვან და ვაზი გაჩეხონ. ისინი სახელმწიფო სუბსიდიის ჩათვლით ყურძნის მიღების დაბალ ფასს აპროტესტებენ.
გლეხები ღვინის ქარხნების დროულად გახსნასა და მოსავლის ოპტიმალურ ფასად ჩაბარებას მოითხოვენ. მევენახეების განცხადებით, თუ ყურძენი რამდენიმე დღეში არ დაიკრიფება, მოსავალი გაფუჭდება.