საარჩევნო ბარიერი შესაძლოა 4%-მდე შემცირდეს
ცვლილებების პროექტი, ასევე, ითვალისწინებს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც, იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების შემდეგ იმაზე ნაკლები რაოდენობის მანდატებს დააგროვებენ, ვიდრე საპარლამენტო ფრაქციის შექმნისათვის არის საჭირო. მანდატები ფრაქციის შექმნისთვის საჭირო მინიმალურ რაოდენობამდე უნდა შეევსოთ.
პროექტის მიხედვით, აღნიშნული ნორმა კონსტიტუციიდან ამოდის და მასში იწერება, რომ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის პარლამენტის წევრთა მანდატები მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდება.
,,აღნიშნული ნორმა ამოღებულია, რადგან ამ ნორმის შესაბამისად, პარტიას, რომელმაც 6 მანდატზე ნაკლები მიიღო და ფრაქციას ვერ ქმნის, დამატებითი მანდატები უნდა მისცენ 6-მდე შესავსებად. ცხადია ეს უნდა მოხდეს იმათ ხარჯზე, ვისაც კანონიერად მეტი მანდატი ეკუთვნის, რაც სამართლიანი არ არის. ამიტომაც ეს ნორმა ამოვიღეთ. სამაგიეროდ, შევამცირეთ საარჩევნო ზღურბლი“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ.