გურჯაანის ნაყინში მავნე მიკროორგანიზმები აღმოჩნდა
სპეციალისტების განმარტებით, კოლიბაქტერიებით ან მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინებით დაბინძურებული საკვების მოხმარებამ შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს – ნაწლავური ინფექციები, შარდსადენი გზებისა და სასქესო ორგანოების დაზიანება, ბაქტერიემია, მენინგიტი და სხვა. ისინი საკვებში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს, დაწყებული დაბინძურებული ინგრედიენტებიდან, დამთავრებული საკვების მომზადების, შენახვისა და/ან დისტრიბუცია/რეალიზაციის დროს ჰიგიენის პირობების დაუცველობით. 3 აგვისტოს გორის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა ინდმეწარმე გიორგი სრესელის კუთვნილ მაღაზიაში შეიძინეს სხვადასხვა მწარმოებლის ნაყინის ნიმუშები, კერძოდ: შპს „ბარამბოს“ ნაყინი „ბარამბო ვანილით“, შპს „აისის“ „გურჯაანის“ ნაღების ნაყინი ვანილით და შპს სამტრედიის „მყინვარის“ ნაყინი „მყინვარი“.
ცენტრის წარმომადგენლებმა ადგილზე შეამოწმეს შეფუთვის ჰერმერტულობა და ეტიკეტი. მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოებრივი მოძრაობის ცნობით, ნიმუშების ჰერმერტულობა დაცული იყო, ხოლო ეტიკეტი ნორმას შეესაბამებოდა.