ახალი ამბები

“რქაწითელზე” 35 თეთრი, “საფერავზე” კი, 15 თეთრი სუბსიდია გაიცემა

დანელის თქმით, ექსპორტი გასაგები მიზეზების გამო შემცირებულია და რეგიონში ზოგადად არასტაბილური ვითარებაა, რაც ბაზრებზე ახდენს გავლენას. 
“ჩვენ არ ვგეგმავდით რთველის სუბსიდირებას, მაგრამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკურ გუნდთან ერთად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დავასუბსიდირებთ რთველს. ყოველივე ეს განაპირობა არსებულმა მდგომარეობამ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ სჭირდება დარგს დახმარება, თუმცა არ შევდივართ ფასის ფორმირების ნაწილში. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ ყურძენი იყოს ხარისხიანი. იმ შემთხვევაში, თუ ჩაუბარებელი დარჩა ყურძენი, ვინაიდან ვიცით, რომ მასზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებულია, მაშინ შესაძლოა ჩაერიოს სახელმწიფო და ჩაიბაროს, რათა ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი”, – განაცხადა დანელიამ. 
დანელიას თქმით, სუბსიდიას არა ღვინის კომპანიები, არამედ მევენახეები მიიღებენ.
,,ამ პრინციპის უპირატესობა არის ის, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძნის საფასურს, დაგვიანების გარეშე, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ბანკში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს”,- განაცხადა დანელიამ.