ახალი ამბები

თელავში ტაქსის მძღოლმა ორსული ქალი ტყეში შეიტყუა

knews.ge-ს წყაროს ინფორმაციით, ტაქსის მძღოლმა გოგონა წაიყვანა შუამთის ტყეში, სადაც ორსულის გაუპატიურება სცადა, თუმცა ქალბატონმა გაქცევა მოახერხა. 
„ეს ამბავი იმავე დღესვე გაიგეს ქალბატონის მამამ, პაპამ და ქმარმა. ის კაცი მოძებენეს და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. როგორც ვიცი ის კაცი საავადმყოფოში გათიშული მიიყვანეს“, – განუცხადა knews.ge-ს ინფორმირებულმა წყარომ, რომელმაც საკუთარი სახელისა და გვარის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავა. 
knews.ge-ს შსს–ში განუცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რომელიც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.