ახალი ამბები

თესაუს ოთხმა პროფესიულმა პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

მეტყევეს (ტყისმჭრელი-ტაქსატორის) III საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელები მედეა კეკელია და ალექსანდრე აფციაური არიან. მეღვინე-მევენახე III საფეხურის პროგრამას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ჩხარტიშვილი, ასოცირებული პროფესორები შოთა მათიაშვილი და მანანა კევლიშვილი ხელმძღვანელობენ. ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტის, IV საფეხურის პროგრამის ხელმძღვანელი თესაუს ასისტენტ-პროფესორი, დარეჯან გაგნიძეა. ინფორმაციული ტექნოლოგიების III საფეხურის პროფესიულ პროგრამას ასისტენტ-პროფესორი რუსუდან ფირანიშვილი უხელმძღვანელებს. თელავის უნივერსიტეტი აღნიშნულ 4 პროფესიულ პროგრამაზე სტუდენტების მიღებას, სავარაუდოდ, სექტემბერში დაიწყებს.