თელავში ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები უტარდებათ
სამედიცინო კონსულტაციები “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” ორგანიზებით ტარდება.
“სამედიცინო კორპორაცია ევექსში” აცხადებენ,რომ კარდიოლოგიური პროფილით პაციენტებს კონსულტაციებს გაუწევენ თბილისიდან მოწვეული, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს კარდიოლოგები. პაციენტების მიღება დილის11:00 საათიდან დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდება.
“აგვისტოს ბოლოს თბილისში, იტალიელი კარდიოქირურგების გუნდი ჩამოდის, რომლებიც ქართველ ექიმებთან ერთად, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს კარდიოქირურგიის განყოფილებაში, გულის მანკების მქონე ბავშვებში ოპერაციებს ჩაატარებენ”, – აცხადებენ სამედიცინო კორპორაციაში.