ახალი ამბები

გურჯაანში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სამი შემთხვევა გამოვლინდა

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის ორი შემთხვევა დაფიქსირდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის ტერიტორიაზე. სამმართველოს თანამშრომლებმა ერთი შემთხვევა კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიაზე გამოავლინეს.
უწყების თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმი შეადგინეს და მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გურჯაანის რაიონულ სასამართლოს გადაუგზავნეს.
გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 15 აგვისტოდან იხსნება.