აშშ-მა თელავს ნაგვის გადამტანი მანქანა გადასცა
Knews.ge-ს თელავის ვიცე მერმა, თენგიზ მთვარელიშვილი განუცხადა, რომ ამჟამად საგრაფოს ხელმძღვანელობა USAID-თან აწარმოებს მოლაპარაკებას, რათა მანქანის ტრანსპორტირებისათვის შესაძლებელი გახდეს ფინანსური რესურსის მოძიება. მთვარელიშვილი თელავში მანქანის ჩამოტანის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს.
„საგრაფო კატავბამ ჩვენს ქალაქს მნისვნელოვანი საჩუქარი გადმოსცა. ამას არ ითვალისწინებდა ვიზიტის პროგრამა. ეხლა მთავარია, რომ ქალაქში ეს მანქანა ჩამოვიდეს. ჩვფენ არ გვი ნდა, რომ მანქანა საბიუჯერო სახსრების ხარჯზე ჩამოვიტანოთ. ვცდილობთ შესაბამისი თანხების მოძიებას. რაც შეეხება ამერიკაში ვიზიტის მიზანს. ჩვენ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავედით, რათა მყარი ნარჩენების მართვის საკითხში გამოცდილების გაგვეზიარებინა და კატავბას საგრაფოსთან თანამშრომლობა გაღრმავებულიყო. კატავბას მხრიდან საპასუხო ვიზიტს ველით სექტემბერში. კატავბას დელეგაციის ვიზიტის დროს ნარჩენების მართვის საკითხზე ვგეგმავთ კონფერენციას“, – განუცხადა Knews.ge-ს თენგიზ მთვარელიშვილმა.
თელავის დელეგაცია აშშ-ში 10 დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ქალაქის მაღალჩინოსნებს ჩრ. კაროლინის შტატში საგრაფო კატავბას დელეგაციამ უმასპინძლა.